შრომის უსაფრთხოება

პირველადი დასკვნა მუშის დაღუპვაზე: მშენებლობაზე დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები

დიდ დიღომში, მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ადგილს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული შრომის ინსპექციის თანამშრომლები იკვლევდნენ. პირველადი დასკვნით, მუშის გარდაცვალების მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

“პირველადი დათვალიერებით დარღვეული არის უსაფრთხოების ნორმები. არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. რაც შეეხება საბოლოო მოკვლევას, დასკვნას შევადგენთ და იქნება გადაცემული ორგანიზაციაზე. პასუხისმგებლობის საკითხს ჩვენ არ განვსაზღვრავთ, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ“ - განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ირაკლი იობიძემ და აღნიშნა, რომ კომპანიებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

"საქართველოს მთავრობის დადგენილებით არსებობობს სამშენებლო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი, დანარჩენზე დასკვნას დავწერთ, მოკვლევას შევადგენთ და საბოლოო პასუხი იქნება" - თქვა იობიძემ.

დიდ დიღომში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი დღეს გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. 

კომენტარები