26 ივლისს თბილისის 6 რაიონს გაზი შეზღუდვით მიეწოდება

pennystockresearch

26 ივლისს, თბილისის 6 რაიონს ბუნებრივი აირი შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ ყასტრანსგაზ თბილისი ავრცელებს.

შეზღუდვის მიზეზად კომპანია ტექნიკური სამუშაოებს ასახელებს.

დიღმის რაიონი

11:00 - დან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის IV კვარტლის №11-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება არჩილ ცაგარელისა და მიხეილ ბურძგლას ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას

მთაწმინდის რაიონი

10:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება ათონელის ქუჩა №18-სა და №20-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებსაც.

ვაკის რაიონი

11:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება პეტრე მელიქიშვილის ქუჩა №13, №19, №21, №23, №25, №29, №39, №41, №43, №45-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

ასევე, შიო-მღვიმელის ქუჩა №2ა, №3, №4, №5, №6, №6ა, №8, №8ა, №9, №11, №13, №15-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს და ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

11:00-იდან გაზმომარაგება შეუწყდება მიხეილ ზანდუკელის ქუჩა №27, №29/16, ზემო ვაკის ქუჩა №9, №22, შოთა მილორავას ქუჩა №4, №6-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. ასევე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა №43, №43ა-სა და გურამ რჩეულიშვილის II ჩიხში მცხოვრებ მოსახლებას.

მთაწმინდის რაიონი

13:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის შესახვევის №7-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

დიდუბის რაიონი

11:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება რაფაელ აგლაძის ქუჩა №34-2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.

კომენტარები