ინტუიცია

ბრიუს კასანოფი: ინტუიცია ინტელექტის უმაღლესი ფორმაა

adobe99u / wordpress.com

"ინტუიცია ინტელექტის უმაღლესი ფორმაა",-წერს Forbes-ის ბლოგზე ჟურნალისტი ბრიუს კასანოფი.

"გერდ ჯიჯერენზერი [მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი] ამბობს, რომ ინტუიცია არა სწორი პასუხის იმწამსვე ცოდნაა, არამედ ეს არის ინსტინქტის დონეზე მიხვდე, გააცალკევო და წაშალო უმნიშვნელო ინფორმაცია",-წერს ბრიუს კასანოფი.

ბრიუს კასანოფი ამბობს, რომ ინტუიციას სჭირდება განვითარება და ადამიანმა ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მისივე განმარტებით, თუ ადამიანი ინტუციის განვითარებას არ ცდილობს და მხოლოდ ამბობს, რომ კარგი ინტუიცია აქვს არ ნიშნავს იმას რომ ჭკვიანია.

კასანოფის აზრით, ჭკვიანია ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ბევრს ფიქრობს და საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს.

"შენ უნდა გაითავისო, რომ გჯერა ინტუიციის დისციპლინირებული ძალის. იმუშავე ფიზიკურად, გამოიყენე ტვინი, გაიაზრე ლოგიკური არგუმენტები და ამის შემდეგ, მე ვენდობი და პატივს ვცემ შენი ინტუიციის ძალას. თუმცა, თუ შენ წამოწოლილი ხარ ჰამაკში და მეუბნები, რომ ვენდო შენს ინტუიციას, მე სწრაფად, დაუმშვიდობებლად, გავიხურავ კარს. ამას ვამბობ საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ", - წერს ბრიუს კასანოფი.

კომენტარები