მკვლელობა

ლონდონში, ფეხსაცმლის დაკარგვის გამო, 5 წლის ბავშვის მკვლელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

REUTERS

39 წლის მარვინ აიჰეანაჩოს ვულვიჩის სამეფო სასამართლომ 5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლონდონის სამართალდამცავების ცნობით, ბრალდებულმა მეგობარი ქალის 5 წლის შვილი ცალი ფეხსაცმლის დაკარგვის გამო ისე სცემა, რომ 2 დღის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მარვინ აიჰეანაჩომ მეგობარი ქალი, ბავშვის დედა ლილია ბრეიაც სცემა, როდესაც ლილია სასწრაფოს გამოძახებას ცდილობდა.

უბედური შემთხვევა 2016 წლის 20 ნოემბერს მოხდა.

კომენტარები