NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 52%-ის ოჯახის შემოსავალი თვეში 500 ლარზე ნაკლებია

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით მოსახლოების 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს 38% კი დასაქმებულად. კითხვაზე თუ რა იყო გასულ თვეში თქვენი ოახის შემოსავალი 52% პასუხობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო.

NDI-ის კვლევის მიხედვით მოსახლოების შემოსავლები ასე გამოიყურება (კითხვა გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შინამეურნეობა?)

  • საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი 1%
  • 180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა - 11%
  • 181-300 ლარამდე შემოსავალი - 18%
  • 301-500 ლარამდე შემოსავალი - 22% (ჯამში 500 ლარამდე 52%)
  • 501-800 ლარამდე შემოსავალი - 13%
  • 801-1200 ლარამდე შემოსავალი 9%
  • 1201-1600 ლარამდე შემოსავალი 3%
  • 1600 ლარზე მეტი - 3%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 20%

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები