განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის გამო ერთი პირი დააკავეს

businessinsider.com

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1969 წელს დაბადებული ლ.დ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში აიყვანეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მიმდინარეობს.

კომენტარები