ტერორიზმი

ავღანურ სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება თალიბანის თავდასხმას 26 ჯარისკაცი ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში დაჯგუფება თალიბანის მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას სულ მცირე 26 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას 40 სამხედრო ემსხვერპლა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

თავად დაჯგუფება თალიბანი კი ავრცელებს ცნობას, რომ მათი თავდასხმის შედეგად, 70 სამხედრო დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებისა და სამხედროების დაპირისპირება ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

ავღანეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით, ამ დრომდე, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები