საკონსტიტუციო ცვლილებები

NDI: მოსახლეობის 60%-მა არ იცის რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებია დაგეგმილი

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

საქართველოს მოსახლეობის 60%-მა არ იცის რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებია დაგეგმილი და რომ ცვლილებების პირველად ვარიანტს პარლამენტმა კენჭი უკვე უყარა - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგად ირკვევა. 

კითხვა: გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო კომისია შექმნა. აპრილში კომისიამ კონსტიტუციის სამუშაო ვერსია მიიღო. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ?

  • არა - მოსახლეობის 60%
  • დიახ - მოსახლეობის 32%
  • არ ვიცი - 8%

მათგან კი ვინც ინფორმირებულია რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებია დაგეგმილი 59% ამბობს, რომ სათანადოდ არ არის ინფორმირებული დაგეგმილი პროცესების შესახებ, მხოლოდ 39% პასუხობს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმირებულია. 

იმ ადამიანთა 32% ვინც ინფორმირებულია, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები იგეგმება ამბობს, რომ ეს ცვლილებები საერთოდ არ ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს:


ფოტო: NDI

NDI-იმ საერთო-სახალხო განხილვების შესახებაც დასვა კითხვა, იმ ადამიანთა 89% ვინც ამბობს, რომ ინფორმირებულია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ამბობს, რომ მას საჯარო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები