რუსული პროპაგანდა

რუსული МИР 24-ის სიცრუე, თითქოს თბილისში დენი არაა და ხალხი წყალს მზეზე ათბობს

mir24.tv

რუსული ტელეკომპანია МИР 24 ავრცელებს ინფორმაციას თითქოს თბილისში წყალი და დენი არაა, რის გამოც მოსახლეობა აბაზანას ქუჩაში იღებს. ტელეკომპანიის სიცრუის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაჩეკერი წერს.

საქმე "ლიბერალის" მიერ 21 ივლისს გავრცელებულ ვიდეოს ეხება, რომელშიც ასახულია რომ მამაკაცი აბაზანას რუსთაველის გამზირზე იღებს.

რუსულმა ტელეკომპანიამ ეს ვიდეო განზრახ არასწორად შემდეგნაირად თარგმნა: - "Мне жарко. В доме +35. Кондиционер не могу включить из-за отсутствия электроэнергии."

"მცხელა, სახლში 35 გრადუსია, სახლში კოდინციონერს კი უშუქობის გამო ვერ ვრთავ."

ტელეარხის წამყვანმა გამოაცხადა, რომ თბილისში ცხელა, კომუნალური სამსახურები კი ხარვეზებით მუშაობენ, რის გამოც, დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ვებგევრდზე კი აღნიშნული ინფორმაცია ამ სათაურითაა გამოქვეყნებული - "Житель Тбилиси в знак протеста поставил ванну в центре города", ანუ - "თბილისის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად აბაზანა ქალაქის ცენტრში დადგა."

კომენტარები