საქართველოს საპატრიარქო

"აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობაზე" მთავრობა 49 629 ლარს ხარჯავს

youtube.com

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 49 629 ლარს გამოყოფს დოკუმენტური ფილმის - "აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის" გადასაღებად. 

მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა, მას პრემიერმინისტრმა ხელი 2017 წლის 12 ივლისს მოაწერა.

"დოკუმენტური ფილმის "აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა" გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 49 629 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას ოცდაცხრა) ლარი", - წერია მთავრობის დადგენილებაში.

კომენტარები