კონტრაბანდა

ლოს ანჯელესში მამაკაცი შხამიანი გველების გადატანის ბრალდებით დააკავეს

Reuters

აშშ-ში 34 წლის როდრიგო ფრანკო შხამიანი გველების გადატანის ბრალდებით დააკავეს. Reuters-ის ცნობით, კონტრაბანდის გადატანაში ბრალდებულს დაკავებისას სამი სამეფო კობრა აღმოუჩინეს. გველები ჩიფსის ცარიელ ყუთში იყო მოთავსებული. 

სასაზღვრო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, დაკავებულს გველები აშშ-დან ჰონკონგში გადაჰყავდა, თუმცა ტრანსპორტირებისას 3 გველიდან ერთი მათგანი მოკვდა.

როდრიგო ფრანკო ბრალდებას აღიარებს. მისი თქმით, წარსულში 20 სამეფო კობრა ჰყავდა და ყველა ტრანსპორტირებისას მოუკვდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როდრიგო ფრანკოს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები