რუსეთ-საქართველო

მედვედევი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე: ფანტასტიკური ტრაგიკომედიაა

Life.ru

რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ირონიით, Queen-ის ცნობილი სიმღერის სახელწოდებით ამთავრებს. 

"განმაცვიფრებელია სააკშვილის ბედი: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, სახე, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, სახე, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა. განმაცვიფრებელია უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრულობა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, მისი გუბერნატორად დანიშვნა, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოში მის ექსტრადირებაზე დათანხმება. ეს ყველაფერი უდაო მტკიცებულებაა ამ ორი ადამიანის უმაღლესი მორალური ღირებულებების ხარისხის, რომლებმაც ეს ფანტასტიკური ტრაგიკომედია გაითამაშეს. Show Must Go On [შოუ უნდა გაგრძელდეს],"- წერს მედვედევი. 

მიხეილ სააკაშვილს უკრაინული პასპორტი გუშინ ჩამოერთვა. ამის მიზეზი "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის ამერიკაშია. მისი თქმით, ის სამართლებრივ დავასა და უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას გეგმავს. 

კომენტარები