NDI-ის კვლევა

NDI: ეკონომიკას მოაგვარებს - ოცნება 24%, ენმ 11%, ევროპული საქართველო 7%

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2017 წლის ივნის-ივლისის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. NDI-იმ დასვა კითხვა თუ რომელი პოლიტიკური პარტია შეძლებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რისი შედეგებიც ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 22%
  • ენმ 11%
  • ევროპული საქართველო - 7%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • სხვა პარტიები - 6% (ყველა პარტია რომელმაც 3%-ზე ნაკლები აიღო)
  • არცერთი - 22%
  • არ ვიცი - 26%
  • უარი პასუხზე - 2%

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ამ კითხვაზე პასუხი თბილისის მიხედვითაც წარმოადგინა. დედაქალაქის მოსახლეობის აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პოლიტიკური პარტია გამოასწორებს ეკონომიკურ მდგომარეობას ასეთია:

  • ქართული ოცნება - 26%
  • ენმ 11%
  • ევროპული საქართველო - 9%
  • პატრიოტთა ალიანსი - 4%
  • სხვა პარტიები - 6% (ყველა პარტია რომელმაც 3%-ზე ნაკლები აიღო)
  • არცერთი - 24%
  • არ ვიცი - 19%

ანგარიშის მიხედვით მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა გადაწყვეტილი აქვს კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგ პასუხებს იძლება: ქართული ოცნება - 27%, ენმ - 8%, ევროპული საქართველო - 3%, სხვა პარტიები - 7% (ეს ყველა ის პარტიაა ვისაც გამოკითხულთა 3%-ზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი).

კომენტარები