მიხეილ სააკაშვილი

კაპანაძე: სააკაშვილის ექსტრადირების მცდელობა ქვეყნის რეპუტაციას უფრო დააზიანებს

თეორემა/ტაბულა

პარტია ევროპულ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურებიან. პარტიის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილზე პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ექსტრადირების მოთხოვნა დიდი შეცდომა იქნება და ეს ქვეყნის რეპუტაციას კიდევ უფრო დააზიანებს.

"დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და
შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის. ეს ძალიან
დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს
პოლიტიკური დევნის შედეგად, კიდევ უფრო დაზიანდება. საბოლოო ჯამში,
არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ
მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება." ამბობს სერგი კაპანაძე.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინული პასპორტი გუშინ ჩამოერთვა. ამის მიზეზი "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს.

კომენტარები