მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

კილაძე სააკაშვილის მოქალაქეობაზე: ყველაფერი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის

სოფო კილაძე
საქართველოს პარლამენტი

"ყველაფერი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის" - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აფასებს. კილაძის თქმით, სააკაშვილთან მიმარტებაში ის ვერანაირ პოლიტიკურ დევნის ნიშნევს ვერ ხედავს.

"მიხეილ სააკაშვილი არის, ვიტყოდი, გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს არც საქართველოში და როგორც ვხედავთ, არც უკრაინაში. ყველაფერი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, როდესაც შეიქმნება შესაბამისი გარემოებები, აუცილებლად, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები გაატარებენ ყველა იმ საჭირო და აუცილებელ პროცედურებს, რომლებიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. უდებენ რაღაც პოლიტიკური დევნის მოტივს სარჩულს, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ ვერავითარი პოლიტიკური დევნის ნიშნებს ამ შეთხვევაში." - ამბობს კილაძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინული პასპორტი გუშინ ჩამოერთვა. ამის მიზეზი "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს.

კომენტარები