რთველი 2017

მთავრობა კახეთში ყურძნის სუბსიდირებას წყვეტს - რთველი 2017 არ დაფინანსდება

ozkv.net

კახეთის რეგიონში რთველი აღარ დაფინანსდება, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო დაფინანსება შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოში, რაჭაში - ხვაჭკარაზე."ღვინის ექსპროტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, ვხედავთ, რომ წნეხი სახელმწიფოს მიმართ დახმარების კუთხით შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ორგანიზებულად ჩაივლის რთველის პროცესი და კერძო სექტორიდან იქნება დაინტერესება. შესაბამისად, კომპენსაციები სახელმწიფოს მხრიდან საჭირო არ იქნება ძირითადი ინდუსტრიული ჯიშის ყურძნებზე, როგორც საფერავზე ისე რქაწითელსა და მწვანეზე", - ამბობს დავითაშვილი.

სუბსიდიები იქნება რაჭაში, სადაც ხვანჭაკისთვის განკუთვნილ კლიმატურ ზონაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისთვის ერთ კილოგრამზე ფერემერები მიიღებენ 2 ლარს.

სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ პროგრამას როგორც ცნობილია უფრო მეტად სოციალური დატვირთვა გააჩნია.

2016 წელს ყველა მევეხაემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა. ჯამში ყურძენში გადახდილმა თანხამ 100 მილიონი ლარი შეადგინა.

ის რომ სუბსიდირება მნიშვნელოვან სოციალურ დატვირთვას ატარებს, ეს ყურძნის ჯიშების მიხედვით მისი გადანაწილებიდანაც ჩანს. საექსპორტო პოტენციალი ძირითადად წითელი ფერის ღვინოს აქვს, შესაბამისად წითელი ჯიშის ყურძნის საბაზრო ფასიც უფრო მაღალია, მასზე გასულ წელს სახელმწიფომ 20-თეთრიან სუბსიდია გასცა. შედარებით ნაკლები საექსპორტო პოტენციალი კი თეთრი ჯიშის ყურძენს აქვს, შესაბამისად, რქაწითელის საბაზრო ფასი საფერავის საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა სახელმწიფო რატომღაც მასზე უფრო მაღალ - 45-თეთრიან სუბსიდიას გასცემს, რაც სავარაუდოდ მევენახეთა სოციალურ დახმარებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2015-ს კახელი მევენახეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ყურძნის ფასის ზრდას ითხოვდნენ. 2015 წელს, თეთრ ყურძენს ქარხნები 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებდნენ. 2014 წელს კი, მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. ფასის ვარდნა რუსეთის ბაზარზე არსებულმა კრიზისმა გამოიწვია.

სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით რთველის სუბსიდირებაში დაახლეობით 10 წელია ჩართულია. სუბსიდირების არსებული მოდელი 2013 წელს შეიქმნა.

კომენტარები