ხანძარი

შსს: წაღვერის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წაღვერში არჯევნის ტყის მასივში გუშინ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არის. 

შსს-ის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შსს-ის სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. 

"ცეცხლის ჩაქრობის ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის მიზნით,"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტყეს ხანძარი გუშინ დაახლოებით დღის 2 საათისკენ გაუჩნდა. 

კომენტარები