უბედური შემთხვევა

ოჰაიოში ატრაქციონიდან გადმოვარდნის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 3 - მძიმედ დაშავდა

BBC

ოჰაიოს შტატში, რამდენიმე ადამიანი ატრაქციონიდან გადმოვარდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

სახანძრო სამსახურის უფროსის სტივ მარტინის თქმით, ადამიანები მაშინ გადმოცვივდნენ ე. წ. ცეცხლოვანი ბურთიდან, როდესაც ატრაქციონი მაღალი სიჩქარით, წრეზე ტრიალებდა. დაშავებულთაგან სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ექიმის თქმით, ატრაქციონის მგზავრები დიდი სიმაღლიდან და დიდი სისწრაფით გადმოვარდნენ, რაც ავტოავარიის შეჯახებას უდრის.

ოჰაიოს შტატის გუბერნატორის თქმით, ობიექტზე ყველა ატრაქციონი დაიხურება, სანამ უსაფრთხოების სრული ინსპექტირება არ მოხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება.

ამასთანავე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მაიკ ვარტორელამ აღნიშნა, რომ ატრაქციონის შემოწმებას დიდ ყურადღებას აქცევენ და ბოლო ორი დღის მანძილზე "სამჯერ თუ ოთხჯერ" შეამოწმეს.

კომენტარები