სამეფო კარის თამაშები

სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სეზონი 2018 ან 2019 წელს გამოვა

HBO

HBO-ს პროგრამების დირექტორის, დეივ ბლოისის თქმით, სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის სცენარი უკვე დაწერილია. ამ ეტაპზე პროდიუსერები ხარჯებს ითვლიან და გადაღებებს გეგმავენ.

ბლოისის თქმით, მერვე სეზონი ძალიან დიდი მასშტაბის იქნება და უცნობია მოესწრება თუ არა მისი გამოსვლა 2018 წელს თუ ბოლო სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგება.

სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონში 6 სერია იქნება და თითოს ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 80-90 წუთი იქნება.

კომენტარები