ჯეფ ბეზოსმა ბილ გეითსს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული წაართვა

bloomberg.com

Amazon-ის აქციების ღირებულება ამ დროისთვის ისტორიულ მაქსიმუმზეა და თითო აქციაზე $1072 დოლარს შეადგენს, აქციების ღირებულება განსაკუთრებით მაღალი ტემპით ბოლო რამდენიმე კვირაა იზრდება. აქციების ზრდის გამო მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დღეს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამ დროისთვის ბეზოსის ქონება $90.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ჯერ კიდევ მარტში მისი ქონება $72 მილიარდს შეადგენდა და სიაში მესამე ადგილს იკავებდა. ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის.

ამ მაჩვენებლით ბეზოსმა დღეს უკან ჩამოიტოვა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონების ღირებულებაც $90.7 მილიარდი დოლარია.

ბილ გეითსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული 2013 წლის მაისიდან დღემდე ეკავა. 

Amazon-ის აქციების ზრდა წელიწადში $99 დოლარიანი ონლაინ სტრიმინგის კომპანია Amazon Prime-ის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

Bloomberg-ის ცნობით, Amazon წლის მეორე კვარტალში დაახლეობით $37 მილიარდიან შემოსავალს აჩვენებს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.

53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

კომენტარები