ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის და სიგარეტის რეალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დამნაშავეთა ორი ჯგუფი გამოავლინეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი ჯგუფი დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლს ყიდდა, ხოლო მეორე - სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.

"პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 96 ბოთლი BELUGA - ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი  - ბათუმში,  1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა. ამოღებულია უაქციზო საქონელი და  დაკავებულია დანაშაულში მხილებული ორი ჯგუფის ოთხი წევრი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები