სტამბოლში ძლიერი შტორმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

BULENT KILIC / AFP

სტამბოლში ძლიერი შტორმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა ქალაქში მოძრაობა შეეაფერხა. დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, წაქცეულია 230 ხე. წაქცეულმა ამწემ, რომელიც ნავთობის ავზს დაეცა, აფეთქება გამოწვია. 

გარდა ამისა, 16-მა თვითმფრინავმა ვერ შეძლო დაშვება ათათურქის აეროპორტში.

სტიქიასთან გასამკლავებლად, მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურების 7,000 თანამშრომელი.

კომენტარები