ჯანდაცვა

სააგენტოს მიერ შემოწმებული ცხოველური პროდუქტების 18% ტყვიით დაბინძურებული აღმოჩნდა

Reuters

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ანგარიშის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, ირკვევა რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული 257 ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან 47, ანუ 18% ტყვიით იყო დაბინძურებული. 

ტყვიის დასაშვებზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა 43 საქონლის ხორცის ნიმუშში, 1 დარღვევა ფრინველის ხორცის ნიმუშში, ასევე ერთი დარღვევა ღორის ხორცის ნიმუშსა და 2 დარღვევა რძის ნიმუშში.

2016 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც სურსათის პროდუქტებში მძიმე მეტალებისა და სხვა დამაბინძურებლების მაქსიმალური ზღვრები განისაზღვრა. რომლის შესაბამისად, მსხვილფეხა საქონლის, ცხვრის , ღორის და ფრინველის ხორცში ტყვიის მაქსიმალური მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მგ/კგ. ხოლო, ნედლ რძეში - 0,02 მგ/კგ. აქამდე ქვეყანაში მოქმედებდა 2001 წელს მიღებული რეგლამენტი, რომლითაც ხორცში ტყვიის დასაშვები ზღვარი ამაზე ორჯერ მაღალი იყო.

რას იწვევს ტყვიით მოწამვლა და რამდენად გავრცელებულია ის:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.    მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის რისკ-ფაქტორებია:

დაბინძურებლი ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს. ასევე, საკვები, რომელიც შეიცავს ტყვიას (მაგალითად საკვები საღებავები).

ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი.

აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

დაბინძურებლი ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს. ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი. აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

კომენტარები