უზანესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, პაკისტანის პრემიერმინისტრი გადადგა

EPA

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერმინისტრს, ნავაზ შარიფს თანამდებობიდან გადადგომა აიძულა. სასამართლომ შარიფის გადაყენების გადაწყვეტილება ე.წ. პანამის საქმესთან დაკავშირებით მიიღო.

გარდა ამისა, შარიფს პოლიტიკური საქმიანობა სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე შარიფის ოჯახის წევრების წინააღმდეგაც აღიძრება.

უწყების გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლებულია პაკისტანის ფინანსთა მინისტრი, მუჰამად ისხაქ დარი. 

შარიფის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წლის აპრილში ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. დოკუმენტების მიხედვით, შარიფის შვილები 3 ოფშორულ კომპანიას ფლობდნენ.

კომენტარები