ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ბავშვთა სამყაროს დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ბავშვთა სამყაროს დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი კი 10 000-იანი.

პროკურატურა შესაძლო მიმალვის მოტივით ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

პროკურატურამ გიორგი მაჭავარიანი სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის, უსაფრთხოების თანამშრომელი კი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დააკავა. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები