დაშავებული მუშები

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის  მშენებლობისას ორი მუშა დაშავდა

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის  მშენებლობისას ორი მუშა დაშავდა. გუშინ საღამოს გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადმოჰყავთ სამკურნალოდ. მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორ უწყებაში ტაბულას განუცხადეს "დეტალებს არკვევენ".

კომენტარები