თავდასხმა ჰამბურგში

ჰამბურგში სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმისას 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

nytimes.com

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტში გუშინ საღამოს შეიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა, პოლიციის ინფორმაციითვე, დაკავებული 26 წლის მამაკაცია, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროში დაიბადა, თუმცა მის სახელსა და გვარს არ ავრცელებენ. სუპერმარკეტის მოლარე ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თავმდამსხმელი ალაჰის სადიდებელ შეძახიელბს ყვიროდა. მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.

კომენტარები