სამხედრო წვრთნები

პრემიერი: "ღირსეული პარტნიორის" მსგავსი სწავლებები ნატოს სტანდარტებთან გვაახლოებს

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსგავსი სწავლებები უმნიშვნელოვანესია და ის ნატოს სტანდარტებთან გვაახლოებს.

„საამაყოა, სწავლება ღირსეული პარტნიორის სახელს ატარებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის და მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი იქნება. უმნიშვნელოვანესია მსგავსი სწავლებები, ის გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზიარებლად. ვაფასებთ ნატოს და ამერიკის მხარდაჭერას. საქართველო ყველზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორია ავღანეთში. სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია.“ - თქვა განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო. წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები