პენსის ვიზიტი

შსს: 31 ივლისს, მაიკლ პენსის ვიზიტის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

31 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. კერძოდ:

31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.

31 ივლისს 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.

31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსი საქართველოში ხვალ ჩამოდის.

 

კომენტარები