ოჯახში ძალადობა

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, გარდაბანში 61 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ცოლის ცემისთვის 61 წლის მამაკაცი დააკავეს. 1956 წელს დაბადებული მ.კ. მაშინ აიყვანეს, როცა ის სახლიდან გაქცევას და მიმალვას ცდილობდა. 

შსს-ს ცნობით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე, 1972 წელს დაბადებულ ე.კ.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ მ.კ. საკუთარ მეუღლეს წლების განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა".

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები