მეწყერი

ყაზბეგში, სოფელ ყანობთან, დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა

რუსთავი 2

ყაზბეგში, სოფელ ყანობთან, დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე (სოფელი ყანობი) დაახლოებით, 150 კუბური მეტრი მიწის მასა ჩამოიშალა. 

თვითმხილველების თქმით, მეწყერმა მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა მოიყოლა, თუმცა მგზავრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

რამდენიმე საათით პარალიზებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები