პოტერიადა

როულინგი ხსნის, რატომ ეზიზღებოდათ დარსლებს ჰარი პოტერი

საწყალი ჰარი პოტერი, რომელსაც კიბის ქვეშ, საკუჭნაოში აცხოვრებენ. 

პოტერიადას კითხვისას, ალბათ, არაერთხელ გაგჩენიათ ლეგიტიმური კითხვა, რა დაუშავა ამ პატარა ბიჭმა დარსლების ოჯახს ისეთი, ამხელა აგრესია რომ დაიმსახურა გროტესკული ბიძისგან და დეიდისგან და მათი ასევე გროტესკული შვილისგან. ჯოან როულინგი, როგორც იქნა, ამ კითხვას პასუხობს.

მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულ ფორუმზე Pottermore როულინგმა პოსტის სახით დაწერა ვერნონისა და პეტუნია დარსლების ისტორია. პეტუნია მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა იმ ფაქტით, რომ მის მშობლებს მისი ჯადოქარი და ლილი მასზე მეტად უყვარდათ. აქედან გამომდინარე, მისი რომანი აბსოლუტურად ჩვეულებრივ ვერნონთან ერთგვარი ამბოხი იყო თავისი დის გამორჩეულობის წინააღმდეგ. 

ცოტა ხანში კი, დებს შორის არსებული დაპირისპირება ვერნონსა და ლილის შეყვარებულს ჯეიმს პოტერს შორის გადაიზარდა და დები კიდევ უფრო მეტად ჩამოშორდნენ ერთმანეთს. პეტუნიამ თავის ქორწილში ლილი პატარძლის ხელისმომკიდედ არ მიიწვია, თვითონ კი საერთოდ არ გამოჩენილა ლილის ქორწილში. 

უკანასკნელი კონტაქტი დებს შორის მაშინ შედგა, როცა ლილიმ დარსლებს წერილი მიწერა და ჰარის დაბადება ამცნო, თუმცა წყვილმა წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა. რასაკვირველია, დარსლები შოკირებულები იყვნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ ობოლი ბავშვი ერთი წლის შემდეგ მათ კართან დატოვეს. მას შემდეგ, რაც პეტუნიამ ლილის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ გაიგო, სხვა გზა არ ჰქონდა და ბავშვი დაიტოვა. 

"მან ეს უხალისოდ გააკეთა და ჰარის მთელი ბავშვობის განმავლობაში სჯიდა საკუთარი არჩევანის გამო,"- წერს როულინგი. 

კომენტარები