ტერაქტი

ქაბულში, ერაყის საელჩოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

AFP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერაყის საელჩოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევა დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, შარენოში მოხდა. 

ავღანეთის პოლიციის განცხადებით, აფეთქების შემდეგ, სროლის ხმაც იყო. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამასთანავე, სამართალდამცველები განმარტავენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე პოლიციის შენობა და ერაყის საელჩო იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის პირველ ნახევარში, ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 1 662 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები