ფრანგული კინო

ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟანა მორო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

BFMTV.COM

ფრანგი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი და რეჟისორი ჟანა მორო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მორო დღეს, საფრანგეთის დროით 7:30-ზე იპოვეს გარდაცვლილი პარიზში, საკუთარ სახლში. 

ფრანგი ვარსკვლავი განსაკუთრებით ცნობილი ფრანსუა ტრუფოს 1962 წელს გამოშვებული ფილმში "Jules et Jim"-ში თამაშით გახდა. 

მოროს არაერთი ჯილდო მოუპოვებია, მათ შორის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება 1960 წლის კანის ფილმის ფესტივალზე, ფილმისთვის "შვიდი დღე... შვიდი ღამე".

კომენტარები