პოტერიადა

პოტერიადას ავტორი ჯოან როულინგი 52 წლის გახდა - 10 ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

0 კომენტარი

ცნობილი ინგლისელ მწერალს ჯოან როულინგს დღეს 52 წელი შეუსრულდა. როულინგი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორია, რამაც მას პოპულარობა და სიმდიდრე მოუტანა. 

როულინგის მიერ გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400-მილიონ ეგზეპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად შეაფასა, რაც 1 მილიარდ დოლარზე მეტია. ჯოან როულინგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. 2007 წლის "სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში" როულინგმა მე-13 ადგილი დაიკავა ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალებს შორის, ხოლო 2008 წელს ის უკვე მე-12 ადგილს იკავებდა. 

როულინგი ამბობს, რომ ის ბავშვობიდან წერდა. თავისი უმცროსი დების გასართობად კურდღლების ოჯახის ისტორიის სერიას ქმნიდა. 

დღესდღეობით "ჰარი პოტერი" ე.წ "გლობალური ბრენდია", რომელიც 15 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სერიის უკანასკნელმა 4-მა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4.195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.

გთავაზობთ 10 ფაქტს, რომელიც როულინგის შესახებ არ იცოდით: 

10. მას ძალიან გაუჭირდა ჰარი პოტერის სერიის პირველი წიგნის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნება.

რთული დასაჯარებელია, რომ ამდენად წარმატებული წიგნის სერიები, შესაძლოა, არასდროს გამოქვეყნებულიყო, როულინგი გამომცემლობებიდან მიღებული რამდენიმე უარის შემდეგ რომ დანებებულიყო. "ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის" გამოქვეყნებაზე 12-მა გამომცემლობამ თქვა უარი. სავარაუდოდ, ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას დღემდე ნანობენ. გამომცემლობა Bloomsbury-მ წიგნის გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გამომცემლობის თავმჯდომარემ წიგნის ასლი თავის პატარა გოგონას მისცა წასაკითხად და მან გაგრძელება მოითხოვა. მას შემდეგაც კი, რაც წიგნის გამოცემას დათანხმდნენ, როულინგს ურჩიეს, რომ ფსევდონიმი აეღო, რადგან არცერთ ბიჭს არ მოუნდებოდა წაეკითხა წიგნი ჯადოქარ ბიჭზე, რომელიც ქალის მიერაა დაწერილი. ცხადია, რომ ამ ფაქტს არაფერი შეუცვლია მას შემდეგაც კი, რაც გავიგეთ, რომ ავტორი ქალი იყო. მან ფსევდონიმად ჯ. კ. აიღო იმიტომ, რომ თვითონ ჯოანი ერქვა, ბებიას კი - კეიტლინი. 

9. მას დეპრესია ჰქონდა 

ჯ. კ. როულინგის ცხოვრება ჰარი პოტერამდე საკმაოდ შორი იყო იდეალურისგან. ის კლინიკური დეპრესიით იტანჯებოდა მას შემდეგ, რაც ქმართან მისი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა და პატარა შვილთან ერთად მარტო დარჩა. ის ქველმოქმედებით ცხოვრობდა და გრძნობდა, რომ რიგზე არაფერი იყო. მაშინ იყო, როცა გადაწყვიტა, რომ დამჯდარიყო და ჰარი პოტერი დაეწერა, რადგან ის გრძნობდა, რომ დასაკარგი მაინც აღარაფერი ჰქონდა. მან ჰარი პოტერის სერიებში დემენტორების პერსონაჟები გამოიგონა და მათზე დაყრდნობით აღწერდა დეპრესიის იმ ფაზებს, რომლებსაც გადიოდა. დემენტორები ბნელი ქმნილებები არიან, რომლებიც ბედნიერებასა და სითბოს ჰაერიდან ისრუტავენ და კოცნით მსხვერპლიდან სულს იღებენ, რითიც მათ შინაგანად ყინავენ. 

8. ჰარი პოტერში და ცეცხლოვან თასში მან პოტერიადას ფანს, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა, საჩუქარი გაუკეთა

ჰარი პოტერი და ცეცხლოვან თასში ერთი მონაკვეთია, სადაც ჯადოქარ ნატალი მაკდონალდს ქუდი გრიფინდორში ანაწილებს. ნატალი მაკდონალდი 9 წლის კანადელი გოგონა იყო, რომელიც ლეიკემიით იტანჯებოდა. მას ძალიან უყვარდა ჰარი პოტერი, სწორედ ამიტომ, დედამისის მეგობარმა ჯ. კ. როულინგს წერილი მიწერა, თუმცა ავტორმა წერილი მანამ ვერ ნახა, სანამ არდადეგებიდან არ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა, ხომ არ დავიგვიანეო, მან წერილს მაინც უპასუხა. მან ნატალის გაანდო, რა მოხდებოდა ჰარი პოტერსა და ცეცხლოვან თასში მანამ, სანამ წიგნი გამოქვეყნდებოდა. სამწუხაროდ, ნატალი უკვე გარდაცვლილი იყო. თუმცა, დედამისმა უპასუხა როულინგს და ისინი დამეგობრდნენ. სწორედ მაშინ, როცა ვალერია როულინგთან შესახვედრად მიდიოდა, კითხვისას აღმოაჩინა ის ემოციური ძღვნა, რომელიც როულინგმა წიგნში ჩადო. 

7. როულინგს ძალიან უყვარს ფეხსაცმელები

ყველამ ვიცით, რომ ჯ. კ. როულინგი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ქველმოქმედებაში, თუმცა უნდა არსებობდეს რაღაც, რისი ყიდვაც ძალიან უყვარს საკუთარი თავისთვის. და აი, ისიც - ფეხსაცმელები. ერთერთი ინტერვიუსას მან თქვა, რომ "ცხოვრებაში, ცხადია, უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვიდრე ფეხსაცმელები, თუმცა მე ფეხსაცმელები მომწონს". მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას და იმდენად ხშირად აცვია, რომ ადამიანებს იმაზე მაღალი ჰგონიათ, ვიდრე სინამდვილეშია. ავტორი არაერთხელაა შემჩნეული ლუბუტინისა და სხვა დიზაინერების ფეხსაცმელებში. ერთხელ მას ოქროს სნიჩის შთაგონებით შექმნილი ფეხსაცმელი ეცვა, რომლითაც ის "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის" პრემიერაზე მივიდა. ფეხსაცმელეი სოფია ვებსტერის დიზაინით შეიქმნა. 

6. როულინგს მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს

როულინგი მამას დედის გარდაცვალებიდან (1990 წ) მალევე ჩამოშორდა, თუმცა 2000 წელს ისინი საზოგადოებაში ერთად გამოჩნდნენ, რის შემდეგაც 2003 წელს ისევ გაურთულდათ ურთიერთობა. 2012 წლისათვის ასე ჩანდა, რომ მათ როგორც იქნა, დაალაგეს ერთმანეთში არსებული უთანხმოებები. როდესაც ერთხელ როულინგს ჰკითხეს, როგორი ურთიერთობა აქვს მამასთან, მან თქვა, რომ თავისი მიზეზები აქვს. თუმცა, არსებობს რამდენიმე თეორია იმაზე, თუ რატომ არ ელაპარაკება მამას მილიარდერი ავტორი. ერთერთი თეორიის თანახმად, როულინგის დედის გარდაცვალებიდან მალევე, მამამ სხვა ქალი მოიყვანა ცოლად, რომელიც როულინგს ძალიან აბრაზებდა. სხვა ვერსიის თანახმად კი, მან ჰარი პოტერის პირველი გამოცემის იშვიათი კოლექცია გაყიდა, რომ £100 000-იანი ვალი გადაიხადა. ის ირწმუნებოდა, რომ 2003 წელს, როდესაც მან ჯოანს დაურეკა იმის სათქმელად, რომ კოლექციას ყიდდა, როულინგი გაფითრდა (სხვას რას ელოდებოდა?).

5. ჯოანის დედას არასდროს არაფერი სმენია ჰარი პოტერზე

თუკი როულინგი რაიმეს ნანობს ცხოვრებაში, ერთერთი ის არის, რომ დედამისისთვის არასდროს მოუყოლია ჰარი პოტერზე. როულინგის დედა, სახელად ანე მრავლობითი სკლეროზის მწვავე ფორმით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც დაავადებას წლების განმავლობაში ებრძოდა. როულინგი ყვება, რომ მან ჰარი პოტერის წერა დედის გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე დაიწყო, მაგრამ მისთვის არაფერი უთქვამს. მას სჯერა, რომ დედამისს, რომელსაც ძალიან უყვარდა კითხვა, აუცილებლად ეყვარებოდა პოტერიადა. როულინგი ამბობს, რომ ზუსტად დედის გარდაცვალებამ დააჩქარა ჰარი პოტერის სერიის დასრულება, რაც მკითხველისთვის შეუიარაღებელი თვალითაც კი ძალიან ნათელია, რადგან წიგნების სერიაში სიკვდილი და მშობლებისა და შვილების ურთიერთობა და სიყვარული განსაკუთრებით დიდ ადგილს იკავებს. დედის ხსოვნის პატივსაცემად, როულინგმა მისი სახელის კლინიკა დააარსა. 

4. ის ტიროდა, როცა ფავორიტ პერსონაჟებს კლავდა

საიდან ვიცით, რომ როულინგს ისევე უყვარს თავისი პერსონაჟები, როგორც ჩვენ? მან აღიარა, რომ ტიროდა, როცა სირიუს ბლექი და რემუს ლუპინი მოკლა. 2016 წელს მან Twitter-ზე დაწერა "არტური გადარჩა, ამიტომ, ლუპინი უნდა მომკვდარიყო. ვწუხვარ. არ იყო ჩემთვის სასიამოვნო ამის გაკეთება. ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემმა რედაქტორმა ატირებული მნახა, ტედის ბედი იყო". მან ასევე თქვა, რომ ტიროდა, როცა ის თავი დაწერა, რომელშიც სირიუს ბლექი კვდება. ამასთან, ის ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებული იყო "ჰარი პოტერის და ნახევარპრინცის" დასასრულზე. ჩვენც ასევე, ჯოან, ჩვენც ასევე. კარგი ამბავი ის არის, რომ მან რონი არ მოკლა, რის გაკეთებასაც, სხვათა შორის, აპირებდა. 

3. მისი წარსული, განათლების მხრივ, ისეთი არ არის, როგორსაც ელოდით

თქვენ შეიძლება გეგონათ, რომ ლიტერატურის დედოფალი ინგლისურ ფილოლოგიას და კრეატიულ წერას სწავლობდა სკოლაში, თუმცა ის ფრანგულსა და კლასიკურ ლიტერატურას ეუფლებოდა ექსტერის უნივერსიტეტში. მას სურდა ინგლისურის სწავლა, თუმცა მისმა მშობლებმა ურჩიეს, რომ რაიმე უფრო "სასარგებლო" ესწავლა. საინტერესოა ისიც, რომ როულინგი ოქსფორდის უნივერსიტეტში არ მიიღეს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მას ეს ოდნავადაც არ აღელვებს. 2008 წელს ავტორმა ჰარდვარდის უნივერსიტეტისგან საპატიო ხარისხი მიიღო, რომლის დროსაც არაჩვეულებრივი სიტყვით წარსდგა საზოგადოების წინაშე. 

"თქვენ ვერასდროს შეიცნობთ საკუთარ თავსა და თქვენი ურთიერთობების სიძლიერეს მანამ, სანამ ის გაჭირვებით არ გაიტესტება,"- თქვა როულინგმა სიტყვის დროს. 

2. წიგნიდან "ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი" შემოსული მთლიანი თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

როულინგი ძალიან ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. ის Forbes-ის მილიარდელთა სიიდან გაქრა, რადგან მეტისმეტად ბევრ თანხას ასხვისებდა (მან შემდეგ თავიდან მოიპოვა ეს სტატუსი). თქვენ შეიძლება არ იცოდით, რომ "ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი", ისევე როგორც "ქვიდიჩის ისტორია" მხოლოდ იმიტომ დაიწერა, რომ უფრო მეტი ფული ეშოვნა ქველმოქმედებისათვის. 

1. ის ჯეინ ოსტინის ფანია 

ყოველთვის საინტერესოა, რომელმა წიგნებმა და ავტორებმა შთააგონეს ჩვენი საყვარელი ავტორები. ჯოან როულინგმა გაგვიზიარა, რომ მისი ერთერთი საყვარელი წიგნი ჯეინ ოსტინის "ემაა". როულინგს იმდენად უყვარს ოსტინი, რომ მისი წიგნის უიშვიათესი, პირველი გამოცემაც აქვს, თუმცა არცერთხელ უთქვამს, კონკრეტულად რომელი წიგნის. ოპრა უინფრისთან ინტერვიუსას მან თქვა, რომ მისი საყვარელი ცოცხალი ავტორი როდი დოლია. 

"მე მისი ყველა წიგნი მიყვარს. ხშირად ვლაპარაკობ მასზე და ჯეინ ოსტინზე ერთნაირი აღტაცებით. ვფიქრობ, ადამიანებს ეს ძალიან აკვირვებთ, რადგან ისინი ერთი მხრივ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მწერლები არიან. მაგრამ მათ ორივეს აქვთ ერთნაირი გზა - მიუახლოვდნენ ადამიანის ბუნებას არასენტიმენტალურად,"- ამბობს როულინგი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები