Wikileaks

WikiLeaks-მა მაკრონის წინასაარჩევნო შტაბის 21 000-ზე მეტი ელექტრონული წერილი გაასაჯაროვა

Reuters

WikiLeaks-მა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო შტაბის 21 000-ზე მეტი ელექტრონული წერილი გაასაჯაროვა. 

პირველი წერილები 2009 წლის მარტით, ბოლო წერილები კი 2017 წლის აპრილით თარიღდება.

WikiLeaks-ი აცხადებს, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა მოეპოვებათ, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ამ ნაწილის სისტემიზირება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 5 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე WikiLeaks-მა განაცხადა, რომ მაკრონის შტაბიდან დიდმა ინფორმაციამ გაჟონა.

განცხადების გამოქვეყნებისთანავე, საფრანგეთის არჩევნების ეროვნული მონიტორინგის ცენტრმა ფრანგულ მედიას სთხოვა, რომ არ გამოაქვეყნებინათ WikiLeaks-ის მონაცემები მაკრონზე. მონიტორინგის ცენტრმა განმარტა, რომ ინტერნეტში გავრცელებული მონაცემები ნამდვილი და ყალბი მასალების ნაზავია და არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

კომენტარები