მაიკ პენსის ვიზიტი

მაიკ პენსი საქართველოშია

Reuters

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრი და აშშ-ში საქართველოს ელჩი იან კელი დახვდნენ. გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

ხვალ კი, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება ღირსეული პარტნიორის მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები