მაიკ პენსის ვიზიტი

პრემიერი: აშშ-ის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წარმატებისთვის

მთავრობის ადმინიტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა. პრემიერმა აშშ-სა სა საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაბრა და ვიცეპრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო სამოქალაქო ომით დაზარალებული ქვეყნიდან გარდაიქმნა თანამედროვე, ევროპულ-დემოკრატიულ ქვეყნად. შეერთებული შტატების მეგობრობა და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წარმატებისთვის. ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყო. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ამერიკის მხარდაჭერას ამ გზაზე. არსებული გამოწვევების, სამხედრო თუ კიბერუსაფრთხოების მიუხედავად, საქართველოს მისწრაფება მშვიდობისადმი საქართველოს შიგნით და მთელ რეგიონში ურყევია. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარია, სტრატეგიული გეოპოლიტიკური პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორია. პარტნიორი საერთო ღირებულებებით, რომელიც იზიარებს გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებს, ჩვენი სტრატეგიული მიზანია დავიბრუნოთ სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. ბოლო წლებში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის კუთხით, რაც მიღწეულია ასოცირებისა და ყოვლისმომცველი და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებით.”-ამბობს კვირიკაშვილი. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

გიორგი კვირიკაშვილმა სამხედრო სწავების „ღირსეული პარტნიორის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის გვერდით დგას იმ ძალისხმევაში, რომელიც უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნას ემსახურება.

„ვიცეპრეზიდენტო, აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხვალ მიმართავთ ხვალ ჩვენს მამაც ჯარისკაცებს, რომლებიც „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობენ. მე აღფრთოვანებული ვარ მათი სწრაფვით, დაიცვან ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება. ჩვენ ვართ მეგობრები ბრძოლაში და ისევე, როგორც შეერთებული შტატები იდგა ჩვენს გვერდით, ჩვენც თქვენთან ერთად ვართ იმ ძალისხმევაში, რომელიც უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შემქნას ემსახურება.“ - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ვიზიტი ხვალ 1 აგვისტოს დასრულდება.

 

კომენტარები