ალია შაგიევა

ყირგიზეთის პრეზიდენტის შვილს ძუძუთი კვების ამსახველი ფოტოს გამო აკრიტიკებენ

independent.co.uk

ყირგიზეთის პრეზიდენტის უმცროსი შვილის ფოტომ, სადაც ის საკუთარ, ერთი თვის შვილს ძუძუთი კვებავს ინტერნეტსივრცე მოიცვა. ალია შაგიევა ფოტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა. მისი მისამართის გამოთქმულ კრიტიკას შაგიევა BBC-თან ინტერვიუში პასუხობს.

შაგიევამ ფოტო აპრილში გამოაქვეყნა წარწერით: „მე გამოვკვებამ ჩემს შვილს სადაც და როდესაც მას დასჭირდება“. მაგრამ მას შემდეგ რაც ის კრიტიკის სამიზნე გახდა მან ფოტო წაშალა.

BBC-თან ინტერვიუში შაგიევა ამბობს, რომ სურათზე მეტი აღშფოთება გამოიწვია კულტურამ, რომელიც ქალის სხეულს გადაჭარბებულად სექსუალურად მიიჩნევს.

„სხეული რომელიც მე გამოვაჩინე არ არის ვულგარული, ის არის ფუნქციური. მისი დანიშნულება არის, დააკმაყოფილოს ჩემი შვილის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და არა სექსუალურობა. როდესაც მე ვკვებავ ჩემს შვილს ვგრძნობს, რომ მე მას ვაძლევ საუკეთესოს, რაც შემიძლია მივცე. ვიზრუნო ჩემს შვილზე და მის საჭიროებებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის,თუ რას იტყვის ხალხი.“

როგორც შაგიევა ამბობს, ფოტოს გამოქვეყნებამ მისი მშობლების უკმაყოფილებაც გამოიწვია.

„მათ ნამდვილად არ მოეწეონათ ეს და ეს გასაგებიცაა, რადგან ახალგზარდა თაობა ნაკლებად კონსერვატიულია ვიდრე მათი მშობლები. დედაჩემი იღებდა შეტყობინებებს მისი „მეგობრებისგან“ ჩემს შესახებ. „ - ამბობს შაგიევა.

 

კომენტარები