ძაღლის წამება

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა. არსებული ინფორმაციით, ფაქტის თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და მომხდარზე რეაგირება მოითხოვეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა წუხელვე გამოკითხეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე. 

კომენტარები