მაიკ პენსის ვიზიტი

გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსს კოსმოსში ჩაკრულოს გაშვების ისტორია უამბო

gov.ge

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის დასახვედრად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე მაიკ პენსს კოსმოსში ჩაკრულოს გაშვების ისტორია უამბო.

"სულ ახლახან, "ვოიაჯერი" ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა,"- აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს უთრხა გიორგი კვირიკაშვილმა.

"40 წლის წინ ნასამ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა ,ჩაკრულო ვოიაჯერის მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.
კარლ სეიგანმა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო, სიმღერა ფირფიტის საბოლოო ვერსიაში შეიტანა. ნასას გუნდს დაუკავშირდნენ მოსკოვიდან და აღნიშნეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ამდენად, ქართული ხალხური სიმღერა ამ ჩანაწერთა სიაში არ უნდა ყოფილიყო. 

რუსეთის წნეხის მიუხედავად, კარლ სეიგანმა და ნასამ ჩაკრულოს დაუჭირეს მხარი. სულ ახლახან, ვოიაჯერი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უსასრულო, ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, მინდა ვთხოვო ჩვენს მომღერლებს, შეასრულონ ეს სიმღერა. 
დიდი მადლობა!", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები