მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი: თუ სააკაშვილი აშშ-ში დაიდებს ბინას, დავიწყებთ მოლაპარაკებას გადმოცემაზე

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველო აშშ-სთან მესამე პრეზიდენტის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. წულუკიანის თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ ექსპრეზიდენტი "აშშ-ში დაიდებს ბინას."

"თუკი ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება უკვე ამ ქვეყნებთან სამართლებრივ კონსულტაციები, მათ შორი მოლაპარაკებები და შეთანხება გადმოცემის შესახებ", - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

პროკურატურამ 2015 წლის შემდეგ უკრაინისგან მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა უკვე ორჯერ მოითხოვა. იმის გამო რომ კანონმდებლობით უკრაინას მისი მოქალაქის სხვა სახელწმიფოსთვის გადაცემის უფლება არ აქვს პროკურატურის ორივე მოთხოვნა უშედეგო დარჩა.

26 ივლისს კი უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, რისი ოფიციალური საბაბიც სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის მიღებისას ინფორმაციის დამალვა გახდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით სააკაშვილმა ანკეტაში არ მიუთითა რომ მასზე საქართველოში მასზე საქმეები იყო აღძრული. ამჟამად სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება.

სააკაშვილი ახლა აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ დაუმალავს და სინამდვილეში ანკეტაზე მისი ხელმოწერა გააყალბეს.

კომენტარები