სამომხმარებლო ბაზარი

9 ფაქტი საქართველოს ბაზრების შესახებ

თამარა ქურდაძე / ტაბულა

ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე ეკონომიკის 12% მოდის. საქსტატმა საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების დეტალური კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ქვეყნის 218 ბაზარში სულ 59 ათასი სავაჭრო პუნქტია განთავსებული. ამ სავაჭრო ადგილებში კი ყოველდღიურად დაახლოებით 45 ათასი ადამიანი მუშაობს.

ფაქტები საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების შესახებ:

  • ბაზრობების 95,7% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4,3% - სახელმწიფო საკუთრებაში
  • ბაზრების შემოსავალი 2016 წელს - 144 მილიონი ლარი
  • ქვეყანაში 20 საკვირაო ბაზარია
  • ყველაზე მეტი მოვაჭრე თბილისშია - 19.6 ათასი მოვაჭრე
  • ბაზრებში არსებული დახლების საერთო სიგრძე - 55 კილომეტრი
  • ვაჭრების გადასახადი ადმინისტრაციისთვის 2016 წელს - 53 მილიონი ლარი
  • საქართველოში მოქმედი ბაზრების 38% გადახურულია
  • ბაზრების 67%-ში სურსათი იყიდება 
  • ბაზრების საერთო ფართი - 2 მილიონი კვადრატული მეტრი

კომენტარები