მიხეილ სააკაშვილი

Обозреватель-ი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას აქვეყნებს

Ukraine Today

უკრაინულმა მედიამ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ გაცემული განკარგულება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. 

პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 26 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, კიდევ 7 ადამიანის სახელი ფიგურირებს, რომლებსაც ასევე მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებს მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტისა და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.


ფოტო: Обозреватель

კომენტარები