უბედური შემთხვევა

რუსთავში, მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა და ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვი ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები