მუსიკა

კრის მარტინმა Linkin Park-ის გარდაცვლილი ვოკალისტის პატივსაცემად სიმღერა შეასრულა

Coldplay-ს სოლისტმა, კრის მარტინმა, ნიუ ჯერსიში გამართულ კონცერტზე, ჩესტერ ბენინგტონის პაატივსაცემად, Linkin Park-ის სიმღერა crawling შეასრულა.

მარტინმა სიმღერის ვერსია შეცვალა და ის პიანინოზე შეასრულა.

კონცერტს Linkin Park-ის წევრი მაიკ შინოდაც ესწრებოდა, რომელმაც მოგვიანებით კრის მარტინის სიმღერა ინსტაგრამზე დაპოსტა და მას ლამაზად შესრულებული უწოდა.

მედიის ინფორმაციით ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. Linkin Park-ის ვოკალისტი, 20 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები