Wikileaks

WikiLeaks-მა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტი Dumbo გამოაქვეყნა

Pixabay

WikiLeaks-მა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტ Dumbo-ს შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

WikiLeaks-ი წერს, რომ Dumbo-ს აქვს ვებკამერების უტილიზაციის ფუნქცია, რომელიც ფიზიკური წვდომის ჯგუფს აფერხებს (PAG) და შეუძლია ნებისმიერი ვიდეოჩანაწერის დაზიანება ან განადგურება. PAG-ი კიბერ დაზვერვის ცენტრის ერთ-ერთი განყოფილებაა, რომელსაც CIA-ის სამიზმნე კომპიუტერებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამით შესაძლებელია იმ ვებკამერების და მიკროფონების იდენტიფიცირება, რომლებიც კომპიუტერთან დაკავშირებულია WiFi-თ, Bluetooth-ით ან კაბელით.

ამასთანავე, CIA-ის პროექტ Dumbo-ს შეუძლია აკონტროლოს ან მართოს Microsoft Windows-ის ოპერატიული სისტემა. პროგრამას შეუძლია წაშალოს ან შექმნას რეალური მტკიცებულებები.

კომენტარები