ენერგეტიკა

შაბათ-კვირას, ღამით და დღესასწაულებზე დავალიანების გამო გაზის ჩაჭრა აიკრძალა

pennystockresearch

შაბათ-კვირას, ღამით და ოფიციალურ უქმე დღეებში გაზის გამანაწილებელი დავალიანების გამო ბუნებრივ აირს ვეღარ ჩაგიჭრით. შესაბამისი ცვლილება სემეკმა სპეციალურ დადგენილებაში შეიტანა. ცვლილების მიხედვით, გაზის ჩაჭრა ოფიციალური დასვენების წინა დღესაც იკრძალება. 

ამასთანავე, დავალიანების გადახდიდან კომპანიამ აბონენტის გაზით მომარაგება უნდა განაახლოს, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 საათში. იმ შემთხვევაში თუ გადახდის ასახვა ან დადასტურება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე). იმ შემთხვევაში, თუ გადახდა 16:00 საათის შემდეგ მოხდა (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ ) გაზის მიწოდება უნდა აღდგეს შემდგომი კალენდარული დღის არა უგვიანეს 12 საათში.

გარდა ამისა, განისაზღვრა გეგმიური სარემონტო სამუშაოების შედეგად გაზის შეწყვეტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ვალდებულება:

"თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა 2 პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიატმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს"- წერია დადგენილებაში.

კომენტარები