აშშ-ირანი

გაეროს უსაფრთხოების საბჭო ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გამოიძიებს

KCNA

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამოძიებას სთხოვენ. მათი განცხადებით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას არ შეესაბამება.

"ბალისტიკური რაკეტის გამოცდა არის მუქარა და პროვოკაციული ნაბიჯი ირანის მხრიდან" - აღნიშნულია წერილში, რომელიც აშშ-მა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გაუგზავნა.

ბალისტიკური რაკეტა ირანმა გასულ ხუთშაბათს გამოსცადა. მათი თქმით, რაკეტის გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა.

ოფიციალური თეირანის ცნობით, მათ მიერ გამოცდილ რაკეტაზე შესაძლებელია 250 კილოგრამიანი სატელიტის განთავსება და რაკეტას შეუძლია მისი დედამიწიდან 500 კილომეტრის სიმაღლეზე ატანა.

კომენტარები