საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: პირი 700 მიბილურის და 500 საათის საბაჟო წესის დარღვევით გატანას ცდილობდა

0 კომენტარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით მობილური ტელეფონების და მაჯის საათების განბაჟების გარეშე გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტ სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოღებულია 700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 19 800 ლარს შეადგენს" - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

21 კითხვა ტაბულასგან - ლაშა ბუღაძე

კომენტარები